მსოფლიოს ყველაზე დიდ მზის ენერგიის პარკს $13.6 მილიარდად ააშენებენ

Modern Roofing

მსოფლიოს ყველაზე დიდი მზის ენერგიის პარკის მშენებლობაზე საუდის არაბეთში $13.6 მილიარდი დაიხარჯება. ახალი პარკი 44 კვადრატულ კილომეტრს დაიკავებს და 5,000 მეგავატ მზის ენერგიას გამოიმუშავებს.

worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, მზის ენერგიის პარკი 320,000 საცხოვრებელ სახლს სუფთა ენერგიით მოამარაგებს და ყოველწლიურად 1.6 მილიონ ტონა ნახშირბადის ემისიას შეამცირებს. პროექტის მიხედვით, პარკში მსოფლიოს ყველაზე მაღალი, 260 მეტრი სიმაღლის მზის ენერგიის კოშკი აშენდება.

მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. DEWA მზის ფერმის პროექტის მეოთხე ფაზას საუდის არაბეთის ACWA Power-თან და ჩინეთის Silk Road Fund-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები