მსოფლიოს ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი დუბაიში 2020 წელს გაიხსნება

Construction News

მსოფლიოს ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი 2020 წელს დუბაიში გაიხსნება. რეკორდსმენი კომპლექსის მშენებლობაზე  საერთაშორისო დეველოპერული კომპანია “Viva City Developments” მუშაობს.

3-სართულიანი შენობის ფართობი 3.7 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და მას “The Society of Sports” უწოდებენ.

ტერიტორიაზე მოეწყობა სასრიალო მოედანი, სპეციალური კედლები ცოცვისთვის და საბრძოლო ხელოვნების დარბაზები. კომპლექსში განთავსდება სპა, სავაჭრო და ესთეტიკის არეალები.

რეკორდსმენი კომპლექსი გეგმის მიხედვით 2020 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.

მსგავსი სტატიები