მსოფლიოს გიგანტური ამწეები პენსილვანიაში დამონტაჟდა

Modern Roofing

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ეთანის საწარმოს სამშენებლო მოედანზე მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ამწე დამონტაჟდა. Timesonline-ის ინფორმაციით, საწარმო ბრიტანულ-ჰოლანდიური გაზისა და ნავთობის კომპანიას “Shell” ეკუთვნის.

ამწეებიდან უდიდესი PTC 200 DS კომპანია “Mammoet”-მა გამოუშვა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნების პროექტირებაზე მუშაობს. ამწის სიმაღლე 675 ფუტია (205.74 მეტრი) და მას მაქსიმუმ 3,500 ტონა ტვირთის აწევა შეუძლია.

სამშენებლო სექტორში ამწის მაღალი მოთხოვნის გამო, მფლობელმა კომპანიამ Shell”-ს გამოყენების ნებართვა მხოლოდ 18 თვით მისცა. საწარმოს სამშენებლო მოედანზე ის 1 წლის განმავლობაში მძიმე სამშენებლო მასალებს საშუალოდ 45-ჯერ ასწევს.

მეორე ყველაზე დიდი ამწე MSG 80-ია, რომლის სიმაღლე 430 ფუტია (131 მეტრი) და მას 3,000 ტონამდე ტვირთის აწევა შეუძლია. MSG 80 კომპანიამ სამშენებლო მოედანზე დამონტაჟემადე 1 წლით ადრე დაჯავშნა.

ცნობისთვის, ბრიტანულ-ჰოლანდიური გაზისა და ნავთობის კომპანია “Shell”, 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ კომპანიათა ხუთეულშია.

მსგავსი სტატიები