“მსოფლიოს არქიტექტურული ფესტივალის” (WAF) რიგით მე-12 ღონისძიება წელს ამსტერდამში გაიმართება. მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ განცხადების შეტანის ბოლო ვადა 3 მაისია, თავად ფესტივალი კი 4-6 დეკემბერს ჩატარდება და მსოფლიოს 68 ქვეყანას მოიცავს.
Archdaily-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დიზაინისა და არქიტექტურის 550-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს გამარჯვებული 33 სხვადასხვა კატეგორიაში ეყოლება, მათ შორის არის “წლის შენობა”, “წლის მომავლის პროექტი”, “მსოფლიოს საუკეთესო ინტერიერი”. წლევანდელი ფესტივალის ჟიური 148 პროფესიონალი ექსპერტისგან იქნება დაკომპლექტებული.