UNESCO-მ და “არქიტექტორთა საერთაშორისო გაერთიანებამ” (UIA) მსოფლიოს არქტიტექტურულ დედაქალაქად რიო-დე-ჟანეირო დაასახელა. სამხრეთი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში ამჟამად 6,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
“მსოფლიოს არქიტექტურული დედაქალაქი” წელს პირველად დასახელდა და საერთაშორისო ორგანიზაციების განმარტებით, ტიტულის მფლობელი ყოველწლიურად შეიცვლება.
რიო-დე-ჟანეირო ამ სტატუსით წელს რამდენიმე არქიტექტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის იქნება “არქიტექტორთა საერთაშორისო გაერთიანების” (UIA) კონგრესი.
UNESCO-ს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ერნესტო ოტონე აღნიშნავს, რომ ღონისძიება ბრაზილიურ ქალაქებსა და პირველ ყოვლისა რიო-დე-ჟანეიროს საშუალებას მისცემს, მდგრადი ურბანული განვითარება და კულტურული არქიტექტურის ნიმუშები მთელს მსოფლიოს გააცნოს. UNESCO-ს პროგრამის მიზანია ქალაქები მრავალფუნქციურ, მდგრად და დაცულ ადგილებს წარმოადგენდნენ.