მოსკოვში 4-7 ივლისს “ურბანული ფორუმი 2019” გაიმართება

Construction News

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 4-7 ივლისს “ურბანული ფორუმი 2019” გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაზე აქცენტი ქალაქების ცხოვრების ხარისხზე გაკეთდება. ფორუმზე მოწვეული სპიკერები ძირითადად იმ მეგა პროექტებზე იმსჯელებენ, რომლებიც ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის ხორციელდება.

ფორუმის პროგრამის მიხედვით, ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა საცხოვრებლების მშენებლობა, მდგრადი ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიები.

ბიზნეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ “ურბანული ჯანმრთელობის კონგრესზეც” გაიმართება დისკუსიები. ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორია “გაეროს განსახლების პროგრამა”.

ცნობისთვის – ყოველწლიური ურბანული ფორუმი მოსკოვში 2011 წლიდან იმართება.

მსგავსი სტატიები