კომპანია „ნოვოლეკსი“ 2021 წლისთვის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 32,5 ჰექტარი ფართობის მქონე რითეილ-პარკის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას პარკის პროექტის ავტორი IDEM-ი ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა მიმართულების ჰიპერმარკეტის მშენებლობა იგეგმება, რომლის ფართობი 80 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. რაც შეეხება პარკირებას, ის 3,4 ათას მანქანაზე იქნება გათვლილი.