მოსკოვში 17,000 კვ.მ ფართობზე უდიდესი სატაძრო კომპლექსი აშენდება

Construction News

რუსეთის დედაქალაქის უდიდესი ტაძრისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა მაისში დაიწყება. დიმიტრი დონსკის სახელობის სატაძარო კომპლექსის მთლიანი ფართობი მიწისქვეშა ტერიტორიის გამოკლებით, 17 ათასი კვ.მ იქნება.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, კომპლექსის პროექტზე დაახლოებით 40-მდე არქიტექტორი და დიზაინერი მუშაობდა. ტაძარი თავის თავში გააერთიანებს, როგორც ძველ რუსულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე არქიტექტურას. გამოყენებული იქნება ჰაი-ტეკის ელემენტებიც. გეგმის მიხედვით, მთავარი ტაძრის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მხოლოდ მეათედ ფართობს დაიკავებს ძირითადი ტაძარი, რადგან ტერიტორიაზე განთავსდება ასევე საკვირაო სკოლა, რომელშიც 900-მდე ბავშვი ისწავლის, თეატრისა და კინოს დარბაზები, სპორტული ცენტრი და მრავალი სხვა, რაც აუცილებელია სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრისთვის.

ტაძარი მხოლოდ შემოწირულობებით აშენდება და მისი მშენებლობის დაფინანსება ბიუჯეტიდან არ მოხდება. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მშენებლობაზე მხოლოდ წელს 200 მილიონ რუბლამდე დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები