მოსკოვში რენოვაციის ფარგლებში 1,000,000 კვ.მ-ზე მეტ საცხოვრებელ ფართს აშენებენ

Construction News

რუსეთის დედაქალაქში რენოვაციის პროგრამის ფარგლებში 1,2 მილიონ კვ.მ საცხოვრებელ ფართს აშენებენ. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, 97 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, 39 საცხოვრებელი სახლი უკვე ჩაბარებულია, რომლის საერთო ფართობი 500 ათასი კვადრატია.

მოსკოვში რენოვაციის პროგრამა 2017 წელს დაამტკიცეს. პროგრამის ფარგლებში დედაქალაქის მთავრობის ხარჯზე 5 ათასი ახალი სახლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

მსგავსი სტატიები