მოსკოვში რაკეტის ფორმის ცათამბჯენის აშენება უნდათ

Construction News

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ეროვნული კოსმოსური ცენტრის ახალ სათავო ოფისს ააშენებენ, რომელსაც, სავარაუდოდ, რაკეტის ფორმა ექნება. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსკოსმოსის” გენდირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა გააჟღერა.

მისი თქმით, რუსეთის ეროვნული კოსმოსური ცენტრის შენობის ესკიზზე მუშაობა უკვე დაიწყო. “ის იქნება “როსკოსმოსის” სიმბოლო”, – დასძინა მან.

როგოზინის განმარტებით, ახალი ცენტრი სარაკეტო-კოსმოსური მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის 20 ათასს სამუშაო ადგილს შექმნის. ცენტრი მუშაობას, სავარაუდოდ, 3.5 წელიწადში დაიწყებს.

გარდა ამისა, ცენტრის ტერიტორიაზე შეიქმნება ექსპერიმენტალური კურსები და წამყვანი უნივერსიტეტების ძირითადი განყოფილებები. ასევე, ცენტრის ტერიტორიაზე მოსახვედრად 4 ხიდის მშენებლობა იგეგმება, მათ შორის ერთი საფეხმავლო ხიდის, რომელიც მიმდებარედ მეტროსადგურს დაუკავშირდება.

მსგავსი სტატიები