მოსკოვში რაკეტის ფორმის ცათამბჯენის ასაშენებლად 25 მილიარდი რუბლი დაიხარჯება

Construction News

რუსეთის დედაქალაქში, ეროვნული კოსმოსური ცენტრის “როსკოსმოსის” შტაბ-ბინის მშენებლობისთვის მოსკოვის ბიუჯეტიდან 25 მილიარდი რუბლი გამოიყოფა.

გარდა ამისა, ცენტრის სხვა ობიექტების მშენებლობისთვის დამატებით რამდენიმე მილიარდი რუბლი იქნება საჭირო.

250 ათას კვადრატული ფართობის მქონე შენობას, რაკეტის ფორმა ექნება. მთლიანად ცენტრი 9,9 ჰექტარ ფართობზე იქნება განთავსებული.

ახალი ცენტრი სარაკეტო-კოსმოსური მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის 20 ათასს სამუშაო ადგილს შექმნის. ცენტრი მუშაობას, სავარაუდოდ, 3.5 წელიწადში დაიწყებს.

მსგავსი სტატიები