მოსკოვში მდებარე Federation Tower ყველაზე დიდ საოფისე ცენტრად დასახელდა

Construction News

რუსეთში, მოსკოვის ცენტრში მდებარე The Federation Tower ევროპაში ფართობის მიხედით ყველაზე დიდ საოფისე ცენტრად დასახელდა. ევროპის ქალაქებში საოფისე შენობების ფართობების აღწერა “კომერციული უძრავი ქონების მომსახურებისა და ინვესტიციის” (CBRE) ამერიკულმა კომპანიამ განახორციელა.

The Federation Tower-ის კომპლექსის საერთო ფართობი 200,000 კვადრატული მეტრია და ის ორი ერთმანეთის იდენტური მრავალსართულიანი ნაგებობისგან შედგება.

მეორე ადგილი დაიკავა საფრანგეთში მდებარე Coeur Defense-ის საოფისე შენობამ, რომელიც ლა დეფანსში, პარიზის მთავარ საქმიან უბანში მდებარეობს. მისი ფართობი 177,700 კვადრატული მეტრია.

მსგავსი სტატიები