მოსკოვში, ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება

Construction News

რუსეთის დედაქალაქში 5 წელიწადში მრავალფუნქციური ცათამბჯენი „მოსკოვი-სითი“ აშენდება, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი იქნება.

„მოსკოვი-სითის“ მშენებლობას ხელისუფლების მფლობელობაში არსებული კომპანია „მოსინჟპროექტი“ (Мосинжпроект) განახორციელებს.

მოსკოვის მერის მოადგილის მარატ ხუსნულინის ინფორმაციით, ცათამბჯენის სიმაღლე 405 მეტრი იქნება (104 სართული მიწის ზემოთ), ფართობი 280 ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბებს, საიდანაც 130 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელ ფართზე მოდის, ხოლო 52 ათასი კვადრატული მეტრი ბიზნეს-ცენტრზე.

მისივე ცნობით, პროექტის საერთო ბიუჯეტი ახლა დგინდება, თუმცა აღნიშნა, რომ კომპლექსის ქვედა ნაწილის ღირებულება 5 მილიარდი რუბლი იქნება.

ria.ru

მსგავსი სტატიები