რუსეთის დედაქალაქში, “დომოდედოვოს” აეროპორტთან ახლოს, 1 მილიონ კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე სავაჭრო ცენტრი აშენდება.
შესაბამისი შეთანხმება “დომოდედოვოს აეროპორტსა და სამშენებლო კომპანია “კაპიტალ როსტს” შორის უკვე მიღწეულია.
პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 65 მილიარდი რუბლია.
შენობაში განთავსდება როგორც სავაჭრო-საგამოფენო სივრცეები, ასევე საოფისე ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები, საბაჟო საწყობები და მრავალდონიანი ავტოსადგომები. პროექტის განხორციელება 2023 წლამდე იგეგმება.