მოსკოვთან ახლოს ყოფილი ელექტროსადგურის შენობაში კულტურის ცენტრი გაიხსნება

Construction News

თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი პროექტების ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაცია “VAC Foundation” 2020 წელს უნიკალურ კულტურის ცენტრს გახსნის. აღნიშნული დაწესებულების ლოკაციად არასტანდარტული ადგილი შეირჩა – ცენტრი სახელწოდებით “HPP-2 Opera” მოსკოვთან ახლოს ყოფილი ელექტროსადგურის შენობაში მოეწყობა.

კულტურის ცენტრის პროექტის არქიტექტორი იტალიელი რენზო პიანოა, რომელსაც მსგავს ცენტრებზე მუშაობის თითქმის 50-წლიანი გამოცდილება აქვს. ყოფილი ელექტროსადგურის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო.  შენობის მოდერნიზაციის პროცესში “VAC Foundation”-ის წარმომადგენლებმა მისი ისტორიული და ინდუსტრიული მნიშვნელობაც გაითვალისწინეს. კულტურის ცენტრის მთლიანი ფართობი 38,900 კვადრატულ მეტრი იქნება.

პროექტის სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ გაერთიანებულები, მათ შორის ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, მხატვრები და ეკონომისტები. პროექტის ავტორების თქმით, შენობა “ინდუსტრიული ერის” დასასრულს და ახალი, უფრო თავისუფალი პერიოდის დასაწყისს აღნიშნავს.

მსგავსი სტატიები