მომავალი წლიდან ვენაში შუქნიშნის რეგულირების ახალ სისტემას დანერგავენ

Modern Roofing

ავსტრიაში, გრაცის ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიმუშავეს შუქნიშნის რეგულირების ახალი სისტემა, რომელიც ჭკვიანი კამერისა და სენსორის გამოყენებით იფუნქციონირებს. პროექტზე გრაცის ინსტიტუტის მკვლევარები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

სისტემა პირველად ვენაში მომავალი წლიდან გამოჩნდება. კამერითა და კომპიუტერის ალგორითმის გამოყენებით, ჭკვიანი კამერა დააფიქსირებს, როცა ქვეითებს გზის გადაკვეთა დასჭირდებათ და შუქნიშანის მაჩვენებელს ავტომატურად შეცვლის.

პროექტზე მომუშავე ინსტიტუტის მკვლევარი, ჰორსტ პოსეგერი, აღნიშნავს, რომ სისტემას მთელი რიგი დადებითი მხარეები აქვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეითებისა და მძროლების მოლოდინის დროის შემცირებაა.  

ჭკვიანი კამერა 5-დან 8 მეტრამდე რადიოსში დააფიქსირებს ქვეითებს. სპეციალური მონიტორინგის სისტემის საშუალებით, კამერა მომენტალურად დააფიქსირებს ხარვეზებს და მას მართვის ცენტრს უსწრაფესად გადასცემს.  

პროექტის განვითარებით დაინტერესებულია ავსტრიული კერძო კომპანია “Günther Pichler”, რომელიც სპეციალური კამერების მონტაჟს განახორციელებს.  

მსგავსი სტატიები