მოზამბიკში სტიქიის შედეგად ათასობით სახლი დაზიანდა

Construction News

მოზამბიკში ტროპიკული ციკლონის „Idai“ მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და ძლიერი ქარის გამო, ათასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტი ფილიპე ნიუსი (Filipe Nyusi) არ გამორიცხავს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1,000-ს მიაღწიოს.

ამ დროისთვის დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სტიქიის მსხვერპლთა უმეტესობა მოზამბიკის სიდიდით რიგით მეოთხე ქალაქ ბეირაში ცხოვრობდა.

გარდა ამისა, ხეებისა და შენობების ნაწილების დაცემის შედეგად 1,500 ადამიანი დაშავდა.

როგორც გაეროს წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, ბეირაში მილიონ-ნახევარი ადამიანის საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

Aerial view of Beira

ციკლონის გამო ბეირაში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, ასევე არ მუშაობს სატელეფონო და მობილური კავშირი, დაზიანებულია ქალაქთან დამაკავშირებელი გზები და ხიდები.

მსგავსი სტატიები