თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას უერთდება და მოწოდებით, „ძაღლებსაც აქვთ უფლება“, მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათი სახლს დგამს.
თითოეულ მათგანზე დატანილია ტექსტი: „ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით“.
ღონისძიების მიზანია ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მოსახლეობის სამართლებრივი ინფორმირებულობის ზრდას.
ხის სახლები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად განთავსდება.