მინსკში, ბელარუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ელექტროტრანსპორტი წარმოადგინეს

Modern Roofing

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ელექტროტრანსპორტის სხვადასხვა მოდელებს გაეცნო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ელექტროავტობუსი, ელექტროკომბაინი, ელექტროველოსიპედი, ელექტროსკუტერი და სხვა ელექტროძრავიანი ტრანსპორტი.

საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ… არ ველოდი, რომ ასეთ მოკლე დროში შეძლებდნენ ამ ყოველივეს შექმნას” – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ელექტროტრანსპორტის წარმოების სფეროში მსოფლიო დონის მიღწევებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამჯერად შედგა პირველი ეტაპი – გაცნობა იმისა, თუ როგორ შეასრულეს მეცნიერებმა პრეზიდენტის დავალება.

იქნება მეორე ეტაპი, რა დროსაც უფრო კონკრეტულად შევძლებთ შედეგებზე საუბარს. სწორი შეფასებისთვის საჭიროა ინახოს, თუ რამდენად შეეფერება პროდუქცია მსოფლიო სტანდარტებს და როგორია პერსპექტივები. ვგულისხმობ, რომ ჩვენ ხომ სათამაშოს არ ვქმნით, არამედ ვქმნით საქონელს, რომლის რეალიზება ბაზრებზე უნდა განხორციელდეს და ვალუტა უნდა მივიღოთ”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

МАЗ-ის ელექტროავტობუსი

ქვეყნის მეთაურმა, ასევე მოითხოვა პრაქტიკაში შეისწავლონ МАЗ-ის ელექტროავტობუსის ექსპლუატაცია. ОАО “МАЗ”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ელექტროავტობუსის წარმოება, დიზელზე მომუშავე ანალოგიურ მოდელთან შედარებით ძვირი ჯდება, თუმცა გარკვეული გაუმჯობესებისა და სერიული წარმოების შედეგად, შესაძლებელია ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

ქვეყნის მეთაურმა მოითხოვა, რომ მომდევნო წლის მაისამდე შეიქმნას 10 – 12 ელექტროავტობუსი და საექსპლუატაციოდ ქვეყნის რეგიონებში განაწილდეს.

ელექტროძრავიანი ორადგილიანი ექსპერიმენტული მოდელი

პრეზიდენტს ასევე წარუდგინეს ბელარუსული როდსტერის ექსპერიმენტული მოდელი – ორადგილიანი ელექტროძრავიანი კაბრიოლეტი. შემქმნელების აზრით, აღნიშნული მოდელი მომავალში შეძლებს კონკურენცია გაუწიოს Tesla-ს. იგი არის მსუბუქი და მანევრირებადი, მიეკუთვნება M1 კლასს და ფლობს გაუმჯობესებულ დინამიურ მახასიათებლებს. შეუძლია მიაღწიოს  170 კმ/სთ სიჩქარეს და ასევე,  ერთი დამუხტვით შეუძლია დაფაროს 270 კმ მანძილი.

ღონისძიებაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიური კონკურენციის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად უნდა ჩაერთოს მეცნიერება ქვეყნის განვითარების პროცესში.

ფოტომასალა: ანდრეი პოკუმეიკო

წყარო: belta.by

მსგავსი სტატიები