მინისტრი ანაკლიის პორტზე: კონსულტაციები იმას ემსახურება, რომ კომპრომისები გამოიძებნოს

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მორიგი შეხვედრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, თვის ბოლომდე გაიმართება.

„ჩვენ მზად ვართ შესახვედრად, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება თარიღთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აუცილებელია დეტალებში გარკვევა და პოზიციების შეჯერება. კონსულტაციები სწორედ იმას ემსახურება, რომ კომპრომისები გამოიძებნოს, რისიც დიდი სურვილი გვაქვს”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება კომპანია “White & Case”-ს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში დასახმარებლად დაიქირავა, მაია ცქიტიშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით რჩევები არ მიუცია.

„აპრილის შეხვედრა ინვესტორებთან არ შემდგარა და ამ შეხვედრაში „white & case“ მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ მივიღებთ რჩევებს ბანკებისა და კონსორციუმის წინადადებების გათვალისწინებით ხელშეკრულებაში იმ ცვლილებების მომზადებაზე, რომელიც სწორედ ასეთი მოლაპარაკების შედეგად გაფორმდება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები