მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი დაბეჭდილი შენობა აღიმართება

Modern Roofing

შარჯას კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პარკში (SRTI პარკი) განაცხადეს, რომ პირველი დაბეჭდილი შენობა საამიროში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აღიმართება.

პროექტი განხორციელდება სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მეცნიერული ორგანიზაციების თანამშრომლობით.

ჰოლანდიური კომპანია CyBe Construction შეირჩა შენობის აგებისთვის, კონტრაქტორის სახით, ხოლო შარჯას ამერიკული უნივერსიტეტი “AUS” პასუხისმგებელია კადრებზე და პროექტის მეცნიერულ ნაწილზე.

შენობა სრულად იქნება ინოვაციური ტექნოლოგიის შედეგად დაბეჭდილი, ხოლო შენობის დიზაინი, ემირატების ტრადიციულ სტილში შესრულდება.

“ახალი პროექტი ხელს შეუწყობს SRTI-ის, შექმნას ახალი გარემო ექსპერიმენტებისა და კვლევებისთვის, მშენებლობის სფეროში და მეოთხე თაობის ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, ინოვაციური ტექნოლოგია შეამცირებს სამშენებლო ხარჯებს”, – განაცხადა ჰუსეინ ალ-მაჰმუდმა, “SRTI”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინფორმაციას Businessemirates ავრცელებს.

მსგავსი სტატიები