მილანში მიტოვებულ რკინიგზის სადგურებს პარკებად გადააკეთებენ

Construction News

მილანში ორ მიტოვებულ რკინიგზის სადგურს San Cristoforo-სა და Scalo Farini-ს რეკონსტრუქციას არ ჩაუტარებენ და პირველადი დანიშნულებით არ აღადგენენ. ნაცვლად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ პარკებად გადააკეთებენ.

Sc-os.ru-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო არქიტექტორული კონკურსი იყო გამოცხადებული, რომლის გამარჯვებულიც კომპანია OMA გახდა.

არქიტექტორებმა პროექტს “Agenti Climatici” უწოდეს. მისი იმპლემენტაციის შემთხვევაში, ორი ფუნქციადაკარგული რკინიგზის სადგური მილანისთვის “ეკოლოგიური ფილტრის” ფუნქციას შეასრულებს.

პროექტის მიხედვით, Scalo Farini-ის გამწვანებული ტერიტორია ჰაერის კონდიცირებას შეძლებს, ხოლო San Cristoforo-ს სადგურზე ხელოვნური აუზი მოეწყობა, რომელიც მიწისქვეშა წყლების გაწმენდას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები