მილანში ინოვაციური რაიონის (MIND) განვითარებაზე €2.5 მილიარდის დახარჯვა იგეგმება. პროექტის განხორციელებაზე ავსტრალიის სამშენებლო ჯგუფ „Lendlease“-თან გაფორმდა ხელშეკრულება.
ურბანიზაციის პროექტის მიხედვით, ახალი რაიონი შერეული ტიპის დასახლება იქნება, რომელიც მოიცავს კომერციულ, საცხოვრებელ, საცალო და საზოგადოებრივ სივრცეებს.
worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, ინოვაციური ჰაბი გააერთიანებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორიცაა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, უნივერსიტეტი, სტუდენტური საცხოვრებელი თუ საავადმყოფო.
რაიონი მილანიდან ჩრდილო-დასავლეთით 100 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს. 2015 World Expo-ს ფარგლებში რაიონს 141 ქვეყნის 21 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.
ახალ პროექტზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყება და 15 წელიწადში დასრულდება.