მიანმაში ჭკვიან ეკოქალაქს ააშენებენ

Construction News

მიანმაში, ჭკვიანი მწვანე ქალაქის – “Eco Green City” მშენებლობას გეგმავენ. ცოტა ხნის წინ, საბოლოო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება.

მიანმის მშენებლობის სამინისტრო კომპანია Alliance Star-თან ერთად, ეკოქალაქისა და ქალაქ იანგონის მასშტაბური საავტომობილო გზის მშენებლობას მიმდინარე წელს დაიწყებს.

უნიკალური საცხოვრებელი პუნქტი ჰანთარვადის საერთაშორისო აეროპორტთან აშენდება.

“Eco Green City”-ს მშენებლობის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება. პირველ ეტაპზე, 275 ჰექტარ ფართობზე საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, ოფისები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა აშენდება.

მშენებლობის მეორე ეტაპი 785 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსები, პარკები, სასტუმრო კომპლექსები, საავადმყოფოები და სკოლები აშენდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიარდი დოლარია.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები