მიანმაში მანგროს ტყეების აღდგენაში დრონები მიიღებენ მონაწილეობას

Construction News

ეკოლოგების მონაცემებით, აფრიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროზე, ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში გავრცელებული მარადმწვანე მანგროს ტყეების ნახევარი უკვე გაჩეხილია. მიანმაში, სადაც ამ კუთხით, ყველაზე მძიმე სიტუაციაა, ახალი სტარტაპი წამოიწყეს: ხეებს ადამიანების ნაცვლად  დრონები დარგავენ. სტარტაპის საშუალებით ქვეყნის ტერიტორიაზე 350,000 ჰექტარის განაშენიანება იგეგმება.

საწყის ეტაპზე სტარტაპის ავტორები უპილოტო საფრენი აპარატებით ლანდშაფტისა და ნიადაგის შესახებ შეაგროვებენ ინფორმაციას. შერჩეულ მონაკეთებზე კი დრონები ჩამოაგდებენ ბიოდეგრადირებად კაფსულას, რომელშიც მანგროს თესლი იქნება მოთავსებული.

პროექტის ტექნიკურ მხარეს კომპანია “Biocarbon Engineering” უზრუნველყოფს. კომპანიის სპეციალისტების თქმით, ერთ დღეში 10 დრონის გამოყენებით 400,000 ხის დარგვას შეძლებენ.

ცნობისთვის – მსგავსი პროექტების განხორციელება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. ხეების დარგვის დროს დრონების გამოყებას აშშ-სა და ესპანეთშიც გეგმავენ.

მსგავსი სტატიები