მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Construction News

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ასევე, ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სტატიები