მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე რიყის ქვაფენილი ბაზალტით შეიცვლება

Construction News

პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 240,000 ლარს შეადგენს.

პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 1300 კვ.მ ფართობზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა.

საგზაო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.

მსგავსი სტატიები