მთაწმინდაზე კიდევ ერთი სკვერის მოწყობისთვის 70,000 ლარი დაიხარჯა

Construction News

მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალი სკვერისთვის ადგილი ოქროყანაში,  გურამიშვილის ქ. №24-ის მიმდებარედ შეირჩა. დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 70,000 ლარი დაიხარჯა.

250 კვ.მ ფართობი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაგეგმარდა – დაიგო ბაზალტის ფილები, მოეწყო მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც ფანჩატური და ატრაქციონი განთავსდა.

სკვერში ასევე, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები, დამონტაჟდა თბილი ნათების დიოდური ლამპიონები.

მსგავსი სტატიები