მთაწმინდაზე ავარიულ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

Construction News

მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა. მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები, ამჯერად, ძმები ზუბალაშვილების ქ. №49-სა და ბესიკის ქ. №21-ში დაიწყო. აღნიშნულ პროექტისთვის ჯამში, 215,000 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება მრავალბინიანი შენობების კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები, მოჩარჩოვდება ღიობები.

საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები საცხოვრებელ სახლებზე ზაფხულში დასრულდება. ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ექვსი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები