მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ გადაეცემა

მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დევნილები საცხოვრებელ ფართობებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართობები უკვე 17,000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებლების დაკანონება მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები