მზის პირველ კოსმოსურ ელექტროსადგურს ჩინეთი შექმნის

Modern Roofing

ჩინელები მსოფლიოში მზის პირველ კოსმოსურ ელექტროსადგურს შექმნიან, რაც განახლებადი ენერგიის სფეროში სრულიად ახალი ნიშის დაკავების საშუალებას იძლევა.

ჩინელი მეცნიერების ჩანაფიქრით, მზის ელექტროსადგური ორბიტაზე, ხმელეთიდან 36 კმ სიმაღლეზე განთავსდება.

ობიექტი მაღალი ეფექტიანობით გამოიმუშავებს ენერგიას, რომელსაც შემდეგ მწვანე პლანეტაზე გადაამისამართებს. ახალი კოსმოსური სადგურის მუშაობა დამოკიდებული არ იქნება მეტეოროლოგიურ და სხვა ფაქტორებზე, დღის პერიოდსა თუ ატმოსფერულ პირობებზე.

მზის ელექტროენერგია მიკროტალღებად ან ლაზერულ სხივებად გარდაიქმნება, რათა ის შემდეგ დედამიწაზე განთავსებულ სპეციალურ კოლექტორებს მიეწოდოს.

მზის კოსმოსური ელექტროსადგურის პროექტი ჯერ კიდევ 4 წლის წინ იქნა შემუშავებული. ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის მკვლევარებს ამჟამად შექმნილი აქვთ მისი ექსპერიმენტალური პროტოტიპი. პროექტი ჯერჯერობით ყველაზე ადრეულ სტადიაზეა.

მანამდე აკადემიის მეცნიერმა, პან ჟიჰაომ  მზის კოსმოსური ელექტროსადგური კაცობრიობისთვის ახალ შესაძლებლობად დაასახელა, რომელიც განახლებად სუფთა ენერგიას შექმნის.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები