მზის პანელები ენერგიის წარმოებას ძლიერი თოვის დროსაც შეძლებენ

Modern Roofing

ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ტიპის განახლებადი ენერგიის გენერატორი შექმნეს. სტანდარტული მზის პანელებისგან განსხვავებით, ის ენერგიის წარმოებას ძლიერი თოვლის პირობებშიც შეძლებს.

building-tech-ის ინფორმაციით, მოწყობილობას მეცნიერებმა Snow TENG ტრიოელექტრული ნანოგენერატორი” უწოდეს. პანელების მუშაობის პრინციპი ტრიოელექტრულ ეფექტს ეფუძნება, რაც ელექტრული მუხტი წარმოიქმნებას ორი სხვადასხვა ზედაპირის ხახუნის შედეგად გულისხმობს. ამ შემთხვევაში დადებითი მუხტის როლს თოვლი ასრულებს, ხოლო ნეგატიურისას კი სილიკონი, რომელიც პანელის ზედაპირზეა დატანილი.

მსგავსი გენერატორის სიმძლავრე არც ისე დიდია და ნახევარ კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 0.2 მეგავატს აწარმოებს. მკვლევრების აზრით, ამან შესაძლოა მოწყობილობის ფართოდ დანერგვასა და გამოყენებას შეუშალოს ხელი.

მსგავსი სტატიები