მეცნიერებმა ხისა და მეტალისგან უნიკალური სამშენებლო მასალა შეიმუშავეს

Modern Roofing

გერმანელმა მეცნიერებმა უნიკალური სამშენებლო მასალა ხისა და მეტალისგან შეიმუშავეს. ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ მიღებული მყარი კონსისტენცია საკმაოდ მსუბუქია და ელექტროობასაც ატარებს. Building-tech.org-ის მიხედვით, მასალაზე სპეციალისტები 2014 წლიდან მუშაობდნენ.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ფრაუკე ბუნცელის ინფორმაციით, ექსპერიმენტის პროცესში ხის ფხვნილისა და აირების დამატების შედეგად ბლანტი და ფოროვანი “ღრუბელი“ მიიღეს, რომელსაც ჰაერის გამტარობის კარგი უნარი ჰქონდა. შემადგენლობაში მეტალის დამატების შემდეგ ფორები მთლიანად დაიფარა და შედეგად მყარი, გამომშრალი ნივთიერება მიიღეს.

მასალა თერმულ და აკუსტიკურ თვისებებსაც ატარებს და გაცილებით გამძლეა, ვიდრე მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ცალკე აღებული. მსგავსი მასალის წარმოება ხის სამრეწველო ნარჩენებისგან შეიძლება, რაც მას ეკოლოგიურად სუფთას ხდის.

პროდუქციის წარმოებაში ჩაშვებასთან ერთად, დეველოპერები იმედოვნებენ, რომ მასალას მანქანქანათმშენებლობასა და სამშენებლო ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენებენ.

მსგავსი სტატიები