მეცნიერების მიერ შემუშავებული “სილიკონ აგური” სტანდარტულთან შედარებით 10-ჯერ გამძლეა

Modern Roofing

ინგუშეთში ინოვაციურ სამშენებლო მასალას, სილიკონ აგურს აწარმოებენ. სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებისას აგური ჩვეულებრივთან შედარებით 4-ჯერ უფრო მაგარი და 10-ჯერ უფრო გამძლე ხდება. ინოვაციის ავტორები რუსეთის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან.

მასალის შემუშავების პროცესი მოლეკულურ დონეზე მიმდინარეობს და ქიმიური რეაქციის შედეგად მიიღება ჟანგბადის შემცველი ორგანოსილიკონი, რომელიც ორგანული სტრუქტურით ძალიან ჰგავს სტანდარტულ სილიკონს, თუმცა ვიზუალურად მისგან სრულიად განსხვავდება.

Building-tech-ის ინფორმაციით, ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის საშუალებით, მასალა კარგად სუნთქავს და ჰიდროფობულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტენს თითქმის არ შეიწოვს.

მსგავსი სტატიები