მეცნიერებმა ენერგოეფექტური სახლების მშენებლობისთვის ხის გამჭვირვალე მასალა შეიმუშავეს

Modern Roofing

მულტიფუნქციური ხის მასალა, რომელიც სინათლეს ატარებს, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს. The Guardian-ის ინფორმაციით, მკვლევართა ჯგუფი პრეზენტაციას აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში გამართავს.

ხის გამჭვირვალე ინოვაციური მასალა მტკიცეა და მას თბოიზოლაციის თვისებაც აქვს, რის გამოც ის ენერგოეფექტური სახლების მშენებლობისთვის იქნება გამოსადეგი. ამ ეტაპზე მკვლევრები ცდილობენ მასალა ბიოდეგრადირებადი გახადონ, რის შემდეგაც მას პლასტმასისა და მინის ალტერნატივადაც განიხილავენ.

შემუშავების საწყის ეტაპზე ხეს პოლიმერულ ნაერთში ამუშავებენ და შედეგად მისგან იმ კომპონენტებს გამოდევნიან, რომლებიც ხის შეფერილობას განაპირობებს. მიღებული მასალა ვიზუალურად ყინულს ჰგავს და წყალს არ ატარებს. შემდეგ ეტაპზე აუმჯობესებენ ხის სტრუქტურას და საბოლოოდ მას პოლიეთილენის გლიკოლს ამატებენ.

სამშენებლო მიზნით ინოვაციური მასალის გამოყენებას მისი ეკოლოგიური სისუფთავე განაპირობებს. მასალით აშენებულ ნაგებობებში ნაკლები საჭიროება იქნება გათბობის იმ საშუალებების, რომლებიც CO2-ს გამოყოფენ.

მსგავსი სტატიები