მეცნიერები 2100 წლისთვის ზღვის დონის 2 მეტრით მომატებას ვარაუდობენ

Construction News

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც შესაძლოა 2100 წლისთვის ზღვის დონემ 2 მეტრით მოიმატოს. კვლევა მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა და ყინულის საფარის ექსპერტებმა ერთობლივად ჩაატარეს.

ზღვის დონის ორი მეტრით მატება 180 მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილებას გამოიწვევს და 1.79 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა დაიკარგება. ინფორმაციას Euronews-ი კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სანაპირო ზოლების გამაგრების გარეშე, ზღვის დონის მატება ბევრად შესამჩნევი იქნება ლონდონში, რომლის ნაწილი შესაძლოა წყლის ქვეშ მოექცეს, ასევე  დაზიანდება ჰოლანდიის ჩრდილოეთ სანაპირო. მათივე თქმით, დატბორვის მაჩვენებელი ევროპის სანაპიროებზე უფრო მაღალი იქნება, მათ შორის ვენეციაში.  

ამ დრომდე, ზღვის დონის მატების მაღალი მაჩვენებელი 2013 წლის კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ანგარიშში იყო დაფიქსირებული. ანგარიშის მიხედვით, 2100 წელს ზღვის დონე 52-დან 98 სანტიმეტრამდე უნდა გაზრდილიყო.

მსგავსი სტატიები