მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისთვის “კარვების ქალაქის” მოსაწყობად $80 მილიონი დაიხარჯება

Construction News

აშშ-ის საზღვრის დაცვისა და საბაჟო სამსახურმა (CBP) ნიუ-იორკში ორი $40-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა მიგრანტებისთვის მექსიკის საზღვრისპირა ტერიტორიის კეთილმოსაწყობად.

ლოკაციებად ელ-პასო და დონას პორტია არჩეული, სადაც ძირითადად დროებითი საცხოვრებლები, კარვები მოეწყობა. თითოეული დაახლოებით 500 ადამიანზე იქნება გათვლილი. ტერიტორიაზე კარვები და სხვა ტიპის ობიექტები მიგრანტებისთვის 1 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

მიგრანტების დროებით თავშესაფარს 2 ჰექტარი მიწის ფართობი დაეთმობა და ის 2,1 მეტრიანი ზღუდეთი იქნება შემოსაზღვრული. თითოეულ ადამიანს თავისი პირადი სივრცისთვის 6 კვადრატული მეტრის ფართობი ექნება გამოყოფილი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილზე საშხაპე კაბინებისა და სამზარეულოსთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობას.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაყოვნება მიგრანტებს მანამდე შეეძლებათ, სანამ მათ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ან საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტებში არ გადაამისამართებენ.

მსგავსი სტატიები