მექსიკაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის $8-მილიარდიანი ტენდერი გამოცხადდა

Construction News

მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ფემექსმა“ საერთაშორისო კომპანიებისთვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად $8-მილიარდიანი ტენდერი გამოაცხადა. ქარხანის მშენებლობა Dos Bocas-ის პორტთან იგეგმება. 

პროექტი მოიცავს 17 გადამამუშავებელი ქარხნის, 93 საცავისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობებს.

მექსიკის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქარხნის დიზაინსა და მშენებლობას სამი წელი დასჭირდება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, ასეთი ტიპის ქარხნის ასაშენებლად 5-10 წელია საჭირო.

khl.com-ის ინფორმაციით, ახალი ქარხანა მექსიკის ნავთობკომპანია „ფემექსის“ საკუთრებაში დარჩება.

მსგავსი სტატიები