მექსიკაში გადამუშავებული პლასმასით სკოლის შენობა აშენდება

Modern Roofing

მექსიკის ქალაქ ტულუნში პლასმასის სკოლის შენობა აშენდება.

პლასმას სკოლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო ისეთი შენობის კონცეპციის შემუშავება, რომლის ძირითადი სამშენებლო მასალა გადამუშავებული პლასმასი იქნებოდა.

კონკურსში მონაწილეობა მსოლფიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 230-მა ჯგუფმა მიიღო.

გამარჯვებულად, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დანიელ გარსიასა და უილიამ სმიტის პროექტი დასახელდა.

პროექტის ინიციატორების აზრით, ეს უჩვეულო შენობა ეკოლოგიურად სუფთა იქნება. გარდა ამისა, ასეთი ტიპის მშენებლობა, პლასმასის ნაგავთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსაც გადაწყვიტავს, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას მექსიკის ხელისუფლების წინაშე.

მშენებლობაში გამოყენებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები – პროექტის ინიციატორების აზრით, ეს იქნება მაგალითი მსოფლიოსთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი, გადამუშავებული პლასმასის გამოყენების თვალსაზრისით.

მსგავსი სტატიები