მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია წარადგინეს

Construction News

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, დემოკრატების ფრაქციამ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის გვერდის ავლით მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას უკრძალავს.

წარმომადგენლობითი პალატა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ეკუთვნით, სავარაუდოდ, რეზოლუციას დაამტკიცებს. იგივე შედეგია მოსალოდნელი სენატშიც. ასეთ შემთხვევაში, ტრამპს რეზოლუციისთვის ვეტოს დადება მოუწევს, რათა მან კანონის ძალა არ მიიღოს. თავის მხრივ ვეტოს დაძლევა კონგრესის უმრავლესობით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ლიდერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა მექსიკასთან კედლის მშენებლობისთვის დამატებითი თანხები კონგრესის გვერდის ავლით მიეღო. თავის მხრივ კონგრესმა მანამდე არ დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც აღნიშნული კედლის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფას გულისხმობდა. მექსიკასთან კედლის მშენებლობით გამოწვეული კრიზისის გამო, ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირდა ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი”, რაც ფედერალური მთავრობების მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები