მექსიკასთან კედლის მშენებლობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

Construction News

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ნაბიჯით ტრამპი კედლის მშენებლობისთვის დამატებითი 8 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას ცდილობს.

მანამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ბიუჯეტი მიიღო, სადაც კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდი დოლარის ნაცვლად, თანხმობა მხოლოდ 1.4 მილიარდ დოლარზე განაცხადა.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება ტეხასის შტატის მიწათმფლობელებმა უკვე გაასაჩივრეს და თეთრი სახლის ლიდერი კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს.

ტრამპს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა, მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად სურს.

მსგავსი სტატიები