მეტროში საპირფარეშოს მოწყობა სავალდებულო ხდება – ახალი სამშენებლო ნორმა უკრაინაში

Modern Roofing

2019 წლის 1 სექტემბრიდან, უკრაინაში ძალაში შედის ახალი სამშენებლო ნორმა, რომლის თანახმად ახალი მეტროსადგურის მშენებლობისას, ან უკვე არსებულის რეკონსტრუქციისას, უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი საპირფარეშო.

აღნიშნულის  შესახებ, უკრაინის რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და კომუნალური მომსახურების მინისტრის მოადგილე, ლევ ფარცხალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

საპიფარეშო იქნება მეტროში! უკვე 1 სექტემბრიდან, ახალი მეტროს პროექტირებისას, ან არსებულის რეკონსტრუქციისას, აუცილებლად უნდა მოეწყოს საპირფარეშო მგზავრებისთვის. ის უნდა განთავსდეს სადგურის შესასვლელ/გასასვლელში. ეს მდებარეობა სავსებით ოპტიმალურია, ტექნიკურად შესაძლებელია, ხოლო საზოგადოებისთვის მოსახერხებელი”, – წერს ფარცხალაძე.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინაში არსებული სამშენებლო ნორმით, არ არის დაშვებული საზოგადოებრივი  საპირფარეშოს მოწყობა მიწისქვეშა ტრანსპორტის მგზავრებისთვის, ამავდროულად კი საკმაოდ ბევრი მგზავრი ითხოვს მის მოწყობას.

ახალი ნორმის თანახმად, სანკვანძი უნდა განთავსდეს მეტროს შესასვლელ/გასასვლელში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის და უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მსგავსი სტატიები