მეტროსადგურ “სამედიცინოზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა შეფერხდა

Construction News

თბილისში, მეტროსადგურ “სამედიცინოზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხდა.

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურზე მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს და მათ შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, გაუმართაობა მემანქანემ დააფიქსირა.

ამ დროისთვის მატარებლის მოძრავი შემადგენლობა შემოწმებაზეა გადაყვანილი და მეტროპილიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი სტატიები