მეტროსადგურ „დელისზე“ მატარებელში ზეთის გადახურების გამო, მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა

Construction News

დღეს დილით მეტროსადგურ „დელისზე“ მყოფ მატარებელში ზეთის გადახურების გამო, სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც მემანქანემ მგზავრებს შემადგენლობის დაცლა მოსთხოვა. ინფორმაციას “პირველი არხი” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მგზავრების ჩამოსვლის შემდეგ მატარებელი ჩიხში იქნა გადაყვანილი და ის სხვა შემადგენლობით ჩანაცვლდა, რასაც მოძრაობის შეფერხება არ მოჰყოლია.

მეტროში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს. მათი ცნობით, სადგურზე დამწვრობის მძაფრი სუნი დადგა, რის გამოც მემანქანემ მგზავრების ევაკუაცია გამოაცხადა.

მსგავსი სტატიები