მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე დაზიანებულ ელექტროსადენებზე ხანძარი ლიკვიდირებულია

Construction News

თბილისის მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე დაზიანებულ ელექტროსადენებზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა ელექტროძაბვის ხაზები. ხანძარის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამო გაჩერებული იყო ვარკეთილი-ახმეტელის ხაზი.

მსგავსი სტატიები