მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანის გადახურვის ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება

Construction News

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „გოცირიძის“ გადახურვისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, მეტროსადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.

მეტროსადგური ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით დაიხურება. გარდა ამისა, გადაიხურება წერეთელთან დამაკავშირებელი ხიდიც.

რეაბილიტირებული მეტროსადგური შმმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.

„გოცირიძის“ რემონტის ჯამური სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის ვადაში უნდა ჩაატაროს.

მსგავსი სტატიები