თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის გვირაბი ღამის საათებში დროებით გადაიკეტება.
კერძოდ, უწყების ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გვირაბი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება.