მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის რეაბილიტირებული ფოლკლორის ცენტრი გაიხსნა

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს.

ფოლკლორის ცენტრი სრულად რეაბილიტირდა, ასევე  მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი. კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორიაც.

ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და პირველ რიგში 90 წლიანი გამოცდილების ანსამბლი „რიჰოსთვის“. ეს დიდი მომავლის მქონე ანსამბლია და განახლებული სივრცე მის მრავალრიცხოვან წევრებს მისცემს საშუალებას იფიქრონ ახალ გეგმებზე, გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობებზე. ფოლკლორის ცენტი იქნება საყვარელი ადგილი არამარტო მესტიელებისთვის, არამედ მესტიის სტუმრებისთვისაც,”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია.

მსგავსი სტატიები