მერიის ცენტრალური ოფისი უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის

Construction News

თბილისის მერის განცხადებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტენ მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის  სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისაღებში ერთდროულად შევიდეს. მისაღებში, მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც სამსახურების თანამშრომლები წერილს გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას.

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან მერიის თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც მერიის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდეთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცავით რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სტატიები