მერია დაავადებული ფიჭვების ნაცვლად ჯანსაღი ხეების მოჭრის ფაქტს უარყოფს

Construction News

გავრცელებული ინფორმაცია დაავადებულის ნაცვლად ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა.

„დღეს, კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ დაავადებული ფიჭვების ნაცვლად იჭრება ჯანსაღი ფიჭვები და თითქოს ეს ტერიტორიები უნდა იქნეს სამშენებლოდ გამოყენებული, რაც სიცრუეა”, – აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

მისი თქმით, ხეების დაავადება დადასტურებულია კვლევებით, რომელთა საფუძველზე დედაქალაქში სანიტარიული ჭრის მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. მოჭრილი ხეების კი ახალი ნარგავებით ჩანაცვლდება.

„ყველა ტერიტორიაზე, ეს იქნება კერძო საკუთრება თუ მუნიციპალური, სადაც განხორციელდება სანიტარიული ჭრები, აუცილებლად მოხდება მათი ჩანაცვლება იმავე რაოდენობით ჯანსაღი ხეებით“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

მსგავსი სტატიები